Pages

Saturday, September 6, 2014

წყალი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, შეუცვლელი რესურსია.დადამიწის ზედაპირის 70% წყალი შეადგენს.მიუხედავად ბუნებაში ფართოდ გავრცელებისა, მთელ მსოფლიოში მწვავედ დგას სასმელი წყლის პრობლემა.
როგორ ფიქრობ, რატომ განიცდის დღეს ბევრი ქვეყანა სასმელი წყლის დეფიციტს?
წყალი სიცოცხლის წყარო და საშენი მასალაა, რომელსაც ყველა ცოცხალი ორგანიზმი შეიცავს და იყენებს. თუ საკვების გარეშე ადამიანი თვეების განმავლობაში ძლებს,წყლის გარეშე ის რამდენიმე დღეში დაიღუპება.ადამიანის ორგანიზმის 70% წყალია. წყლის ეს რაოდენობა უნდა იქნას შენარჩუნებული,ვინაიდან 20%-მდე წყლის დაკარგვა ორგანიზმის დაღუპვას იწვევს. ყველა საკვები პროდუქტი შეიცავს წყალს:ბოსტნეული-80-90%,ხორცი-50%,რძე-87-89% და . .
წყალი უნივერსალური გამხსნელია.მას ორგანიზმში ყველა საჭირო ნივთიერება შეაქვს, ყველაფერი ზედმეტი კი გამოაქვს.
ბუნებში განუწყვეტლივ მიმდინარეობს წყლის წრებრუნვა.მსოფლიო ოკეანიდან წყლის ნაწილი ორთქლდება და ნალექების სახით ისევ მიწას უბრუნდება.წრებრუნვისას წყლის საერთო რაოდენობა დედამიწაზე მუდმივი რჩება.
წყლის წრებრუნვა

No comments:

Post a Comment